საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ზოგიერთი ფუნქცია დროებით შეიძლება მიუწვდომელი იყოს.
HOMSI
ჩვენს შესახებ
Homsi ხელოსნის ყოველთვიური ვიზიტით უვლის თქვენს ბინას: ვაკეთებთ წვრილმან სამუშაოს, ვიღებთ ფოტოებს და ვინახავთ ბინის ისტორიას, რომ ყოველთვის იცოდეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი სახლი.
რას იღებთ
- ბინის მუდმივი ისტორია: რა და როდის გაკეთდა, რა ტექნიკა გაქვთ
- ყოველთვიური ფოტოები და შედარება გასულ თვესთან
- ბინის ქულა (0–100) და მოქმედების გეგმა: რა არის სასწრაფო და რა შეიძლება დაელოდოს
- ბინის დოსიე: ფოტოები, ტექნიკა, გარანტიები და ვიზიტების ისტორია თქვენს კაბინეტში
- გაყიდვისას მყიდველს რეზიუმეს უგზავნით და ხედავს, რა და როდის შეკეთდა. გადაწყვეტილება თქვენია
- ფასი წინასწარ: საბოლოო ფასი წერილობით თანხმდება და ადგილზე აღარ იცვლება
ვისთვის არის
- დაკავებული ადამიანი, ვისაც წვრილმანისთვის დრო არ რჩება
- ოჯახი ბავშვებით, ვისაც უსაფრთხო და წესრიგში მყოფი სახლი სჭირდება
- ახალი ბინის მფლობელი, ვისაც უნდა, რომ ბინა თავიდანვე დოკუმენტირებული იყოს
- ვინც ბინას ან ახლობლის ბინას შორიდან უვლის, ფოტოებითა და ანგარიშით
ასე გამოიყურება თქვენი ბინის ანგარიში
ვიზიტის შემდეგ იმავე დღეს იღებთ ფოტოებს, რეზიუმეს, შედარებას გასულ თვესთან და მოქმედების გეგმას. ქვემოთ მაგალითია, მონაცემები პირობითია.
86/100
ბინა კარგ მდგომარეობაშია
წვრილმანი პრობლემები ვიზიტზე მოვაგვარეთ: ანჯამი, ნათურა, ონკანის ფილტრი. სამზარეულოს ონკანი ოდნავ წვეთავს და საძინებლის ფანჯარასთან ნესტის პატარა ლაქა გამოჩნდა, ორივეს თვალს ვადევნებთ. სარეცხი მანქანის გარანტია 3 თვეში იწურება.
მნიშვნელოვანია. ეს არის ვიზუალური დათვალიერება და არა ექსპერტიზა. ვერ ვხედავთ კედლის შიგნით, იატაკის ქვეშ, მილებსა და გაყვანილობაში არსებულ ფარულ დეფექტებს. რეკომენდაცია რჩევაა და გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ.
© Homsi · homsi.ge