საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ზოგიერთი ფუნქცია დროებით შეიძლება მიუწვდომელი იყოს.
HOMSI
პაკეტები
COMFORT პაკეტი: ყოველთვიური ვიზიტი, ფოტო-ანგარიში და ბინის დოსიე.
COMFORT
79 ₾
თვეში, 60 კვ.მ-მდე ბინისთვის
- ყოველთვიური ვიზიტი: 45 წუთი
- 15 წუთი დათვალიერება, 30 წუთი შეკეთება
- ფოტო-ანგარიში და ბინის დოსიე
- წლიურ გადახდაზე 1 თვე საჩუქრად (869 ₾)
წვრილმანი, რასაც უფასოდ ვაკეთებთ
30 წუთის ფარგლებში, ჩვეულებრივ 2-4 ამოცანა ეტევა. ყველაფერს სტანდარტულს ვაკეთებთ, ანუ იმავე ტიპისას, რაც ბინაში უკვე დგას. წვრილმანი სახარჯო მასალა ხელოსანს თან აქვს.
- ნათურის შეცვლა, თაროს, სურათის და სარკის დაკიდება
- ბატარეების გამოცვლა, კვამლისა და გაზის დეტექტორის დაყენება
- როზეტის ან ჩამრთველის შეცვლა (იგივე ტიპის, მაქს. 2 ცალი)
- სახელურების, ანჯამების და კარის ჭრიალის მოგვარება
- ავეჯის გადაადგილება შიგნით (20 კგ-მდე)
- სიფონის და უნიტაზის მექანიზმის შეცვლა
- წყლის მოქნილი მილების ახლით ჩანაცვლება
- ონკანის და სარეცხი მანქანის ფილტრის გაწმენდა
- რადიატორების დაჰაერება (4-მდე), ფარდის დაკიდება
- ბავშვისთვის კუთხეების დამცავები, მცენარეების მორწყვა
თუ უფრო დიდი სამუშაო გჭირდებათ
ვიზიტამდე 2 დღით ადრე გიგზავნით მენიუს, თქვენ ირჩევთ და ხელოსანი ყველაფერს თან წამოიღებს. მითითებულია საწყისი ფასი.
მასალა პაკეტში არ შედის (წვრილმანი სახარჯო მასალის გარდა). ან თქვენ გაქვთ, ან ჩვენ ვყიდულობთ და ფასს წინასწარ ვთანხმდებით. მასალას იმავე ფასად გიანგარიშებთ, დანამატის გარეშე, ჩეკით. შეთანხმების გარეშე სამუშაო არ იწყება.
პირობები მარტივად
- ფართი: პაკეტი ვრცელდება 60 კვ.მ-მდე ბინებზე. უფრო დიდზე ყოველ დამატებულ კვ.მ-ზე ემატება 1 ₾ თვეში (100 კვ.მ ბინა: 119 ₾)
- ვიზიტის გადატანა უფასოა 24 საათით ადრე
- გადახდა თვის დასაწყისში. წლიურ გადახდაზე 1 თვე საჩუქრად
- გაუქმება ნებისმიერ დროს 30 დღით ადრე. პირველ 30 დღეში პაკეტის თანხას დაგიბრუნებთ, გამოყენებული ვიზიტისა და ფასიანი სამუშაოს გამოკლებით
- გარანტია: ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე 30 დღე
- რას არ ვაკეთებთ: გაზზე, ელექტრო ფარზე, გაყვანილობაზე, სანტექნიკის მილებზე (მოქნილი შლანგების გარდა), სიმაღლეზე საფრთხიან და მზიდ კონსტრუქციებზე. გაზის სუნზე დარეკეთ 112-ზე
- ფოტოები გადაგეცემათ მხოლოდ თქვენ. ვიღებთ მხოლოდ ბინის მდგომარეობას და არა ადამიანებს, პირად ნივთებს ან დოკუმენტებს
- ფასები დღგ-ს შეიცავს. სრული პირობები წერია ხელშეკრულებაში
© Homsi · homsi.ge